შაბათი საღამოს პირველი მატჩი “პარკ დე პრენსზე” გაიმართა. ბლანის გუნდმა სათამაშო უპირატესობის მიუხედავად გოლი ვერ გაიტანა, რაც “მონპელიეს” მეკარე ლიგალისა და დაცვითი ხაზის კარგმა თამაშმა განაპირობა.
პარიზელთა მხრიდან რამდენიმე ეპიზოდში კარგი პასები აკეთეს იბრაჰიმოვიჩმა და ვერატიმ, ხოლო კავანი ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ერთ ეპიზოდში მეტოქის საჯარიმოსთან კარგად შესრულებული კომბინაცია კავანის მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩენით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ურუგვაელმა ბურთი ვერ გააჩერა.
საბოლოოდ “პსჟ-მ” “მარსელს” შანსი დაუტოვა. ამ ეტაპზე კლუბებს თანაბარი 38-38 ქულა აქვთ, ხვალ ბიელსას გუნდი შინ “ლილის” უმასპინლებს და სტუმართა გამარჯვების შემთხვევაში ლიგა 1 ერთპიროვნულ ლიდერს დაკარგავს.
“მონპელიეს” გოლი გატანის რეალური შანსი არ ჰქონია, თუმცა გასვლაზე პსჟ-თან მოპოვებული ქულა დადებით შედეგად უნდა შეფასდეს.
სომეხი მწვრთნელის დერ ზაქარიანის სწორმა ცვლილებამ ნანტის საფეხბურთო კლუბს სამი ქულა მოუტანა. მაშინ როცა ანგარიში საყაიმო იყო, ბანგურას ნაცვლად მოედანზე უდელი გამოვიდა, ოთხ წუთში “შტუტგარტის” ყოფილმა ცაციამ ნ’კუდუს პასის შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ჟარდიმის ცვლილება არ გავდა ზაქარიანის ცვლილებას, თუმცა გუნდისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ბერნარდო სილვას ნაცვლად ტრაორეს შესვლამ გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
უგოლოდ მიმდინარე თამაშის 79-ე წუთზე ტრაორეს პასით კარასკომ გაიტანა.
“მონაკომ” სეზონში მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, “მეცი” კი მეათედ დამარცხდა.
“რენიმ” მოგებული ტაიმის შემდეგ სამი გოლი გაუშვა “რეიმსის” ფეხბურთელებისგან. გამარჯვებულთა რიგებში გამორჩეული იყო გაეტან შარბონიერი, რომელმაც 65-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე, მესამე გოლისას საგოლე პასი შეასრულა.
პარიზული მატჩის მსგავსად ფრედ დასრულდა ორი მატჩი. “კაენი” – “ბასტიასა” და “ტულუზა” – “გენგამის” თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.
პსჟ – მონპელიე 0:0
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
პსჟ: სირიგუ, მაქსველი (დიანე 80), სილვა, ლუიზი, ვან დერ ვილი, მატუიდი (რაბიო 65), მოტა, ვერატი, ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი (ბაჰებეკი 65)
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი
მონპელიე: ლიგალი, კონგრე, ჰილტონი, ელ კუტარი, საიჰი, მარვუა, დაბო (დეპლანე 73), მარტინი (კამარა 85), სანსონი, ბარიოსი (ბერიგუდი 78)
მთავარი მწვრთნელი: კურბისი
მთავარი მსაჯი: სებასტიან მორეირა
გაფრთხილება: სილვა (4), ელ კუტარი (21), საიჰი (52), მარტინი (81), ლიგალი (87)
კაენი – ბასტია 1:1 (0:1)
კაენი, “მიშელ დ’ორნანო”
კაენი: ვერკუტრი, იაჰია, და სილვა, აპია, ადეოტი, საეზი (ფერეტი 62), სუბე, კანტე, დუჰამელი (პრივატი 82), კოიტა, ბაზილე (ნანგისი 68)
მთავარი მწვრთნელი: გარანდე
ბასტია: არეოლა, დიაკიტე, მარანჟე, მოდესტო, სკილაჩი, პალმიერი, ჟილე, კაჰუზაკი, ბუდებუზი (კეიტა 90+1), აიტი (ონგენდა 89), კამანო (ტალო 67)
მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი
გოლები: 0:1 კამანო (21), 1:1 ფერეტი (74)
მთავარი მსაჯი: ბენოი მილო
გაფრთხილება: მარანჟე (34), კოიტა (48), კამანო (67), ტალო (88)
ლორიენი – ნანტი 1:2 (0:1)
ლორიენი, “ლე მუსტოირი”
ლორიენი: ლეკომტე, გასამა, ლე გოფი, ლაუტოა, გერეირო (პელე 70), მოსტეფა, მესლუბი, ბართელმე (უტრეტი 63), უოჩტერი, აეუ, ჟენო
მთავარი მწვრთნელი: რიპოლი
ნანტი: რიუ, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ალჰადური, სისოკო, დუქსი, ბედოია (გაკპე 49), ვერეტუტი, ნ’კუდუ, ბანგურა (უდელი 75), ბამუ (გომისი 80)
მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი
გოლები: 0:1 ბამუ (44), 1:1 აეუ (72), 1:2 უდელი (79)
მთავარი მსაჯი: ფრანკ შნეიდერი
გაფრთხილება: არ ყოფილა
მეცი – მონაკო 0:1 (0:0)
მეცი, “სტად სენტ-სიმფორიენი”
მეცი: მეზუი, მარშალი (მეტანირე 46), ჩოპლინი, რივიერეზი, პალომინო, მალუდა, ნ’დაუ, კაში, ნ’გბაკოტო (ლეჟუნე 65), დუკურე, ფალკონი (ვიონი 77)
მთავარი მწვრთნელი: კარტიე
მონაკო: სუბასიჩი, რაჯი, აბდენური, ფაბინიო, ტულალანი, დირარი (ჟერმაინი 59), მოუტინიო, კარასკო, ბაკაიოკო, სილვა (ტრაორე 77), მარტიალი (დიალო 87)
მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი
გოლი: 0:1 კარასკო (79)
მთავარი მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო
გაფრთხილება: დუკურე (12), მარშალი (15), მოუტინიო (60), მალუდა (89)
რენი – რეიმსი 1:3 (1:0)
რენი, “სტად დე ლა რუტე დე ლორიენი”
რენი: კოსტილი, დანზე, არმანდი, მექსერი, მ’ბენგუ, კონრადსენი, ბრულსი (პედრო ენრიკე 69), პაიო (პრჩიჩი 81), დუკურე, ტოივონენი (ჰაბიბუ 76), ნტეპი
მთავარი მწვრთნელი: მონტანიე
რეიმსი: პლასიდე, სინორინო (მავინგა 59), რობერჟე, მანდი, კონტე, ონიანგუ, დევუ, ნ’გოგი (დე პრევილე 78), დიეგო (ფორტესი 58), შარბონიე, მუკანჯო
მთავარი მწვრთნელი: ვასური
გოლები: 1:0 მექსერი (45), 1:1 შარბონიე (65), 1:2 ფორტესი (76), 1:3 დე პრევილე (90)
მთავარი მსაჯი: ფრედი ფუტრელი
გაფრთხილება: რობერჟე (45), ონიანგუ (71), ნ’გოგი (75), პრჩიჩი (90+4)
ტულუზა – გენგამი 1:1 (1:1)
ტულუზა, “მუნიციპალი”
ტულუზა: აჰამადა, გრიგორე, მუბანჟე, ტისერანდი, სპაიჩი, სირექსი (აკპა აკპრო 56), აგილარი, დუმბია, რეგატინი, ბრეითვაითი, ბენ იედერი (პესიჩი 74)
მთავარი მწვრთნელი: კასანოვა
გენგამი: ლოსლი, იაკობსენი, სორბონი, ანგუა, ლევექუ, მატისი, სანხარე, ჟირესი, ბივუ, პაიე (დოს სანტოსი 85), მანდანე (კერბრატი 65)
მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი
გოლები: 0:1 ჟირესი (8), 1:1 დუმბია (25)
მთავარი მსაჯი: საიდ ენჟიმი
გაფრთხილება: სირექსი (43), მუბანჟე (50)