მსოფლიოს 2014 წლის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს, როგორც მოსალოდნელი იყო ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ტრიუმფატორი მადრიდის “რეალი” და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული არგენტინული “სან ლორენსო” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის უპირობო ფავორიტად რა თქმა უნდა შესანიშნავ ფორმაში მყოფი ევროპელები მიიჩნეოდნენ და მათ საბოლოო გამარჯვებას მოპოვება არც გასჭირვებიათ. “სამეფო კლუბმა” სამხრეთამერიკელთა კარი თითო ტაიმში თითოჯერ აიღო. ანგარიში 37-ე წუთზე ესპანელთა ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა გახსნა. “რეალის” მე-4 ნომერმა ტონი კროოსის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას დაასწრო. “ბლანკოსმა” ანგარიშის გაზრდა მეორე ტაიმის მე-6 წუთზე შეძლო. თავი ამჯერად გარეთ ბეილმა გამოიჩინა, რომელმაც ისკოს კარგი გადაცემის შემდეგ დაარტყა. თუმცა უნდა აღინიშნოს არგენტინელთა მეკარის არადამაჯერებლი მოქმედება მოცემულ მომენტში. დარჩენილ დროში კარლო ანჩელოტის გუნდმა საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. “რეალმა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი პირველად მოიგო, თუმცა მანამდე ამ ტურნირის ანალოგი, საკონტინტეთაშორისო თასი სამჯერ ჰქონდა მოპოვებული.
მესამე ადგილისთვის მატჩში “ოკლენდ სიტიმ” მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მექსიკური “კრუს ასული” დაამარცხა. (ძირითადი დრო 1:1, პენალტები – 4:2)
“რეალი” – სან ლორენსო” 2:0 (1:0)
მარაკეში, მაროკო
“რეალი” (4-4-2): კასილიასი; კარვახალი (არბელოა 73), პეპე, რამოსი (ვარანი 89), მარსელო (კოენტრაო 44); ბეილი, კროოსი, როდრიგესი, ისკო; რონალდუ, ბენზემა
მწვრთნელი: კ. ანჩელოტი
“სან ლორენსო” (4-4-2): ტორიკო; ორტიგოზა, იეპესი (სიეტო 61), კანემანი, მასი; ვერონი (რომანიოლი 57), კალინსკი, მერსიე, ბარიენტოსი; ბუფარინი, საუტერუჩო (მატოსი 68)
მწვრთნელი: ე.ბაუზა
გოლები: 1:0 რამოსი (37), 2:0 ბეილი (51)
გაფრთხილებები: რამოსი (22), კარვახალი (30), - ორტიგოზა (12), ბარიენტოსი (16), ბუფარინი (55), კანემანი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (10) - 9 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 5:3 გაფრთხილებები: 2:4