ფეხბურთი

20:46 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეპე მელი “ბეტისში” დაბრუნდა

ესპანური საფეხბურთო კლუბ “ბეტისის” ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელად პეპე მელი დანიშნა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

51 წლის მელისთვის “ბეტისი” უცხო ნამდვილად არაა, რადგან მის თავკაცად 2010-2013 წლებში უმუშავია.

ამჟამად, “ბეტისი” სეგუნდა დივიზიონში გამოდის, სადაც 17 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-4 ადგილი უკავია. პეპემ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და სევილიელების პრიმერადივიზიონში გადასვლის შემთხვევაში ხელშეკრულებას ორი წლით გაახანგრძლივებს.

მელი ბოლოს ინგლისის “ვესტ ბრომვიჩში” მუშაობდა, საიდანაც 2014 წლის მაისში დაითხოვეს.

თეგებიპეპე მელი
0.28687