ფეხბურთი

19:54 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძეს საფეხბურთო წლის კარგ ხასიათზე დასრულება სურს

ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძემ ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ, ჯერ 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა.

- წინ “გაბალასთან” მატჩი გელოდებათ. მომავალ მეტოქეს დაამარცხებთ?

- მოსამზადბლად ცოტა დრო გვქონდა, მხოლოდ 2 დღე. თუმცა, წუწუნი არ შეიძლება, რადგან მეტოქეც ანალოგიურ მდგომარეობაშია. ძნელი იქნება. თამაშისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. მჯერა, რომ თუ კონცენტრირებულნი ვიქნებით გავიმარჯვებთ.

- “ინტერი” სატურნირო ცხრილში მეორეა და სჩანს, რომ სეზონისთვის უკეთესადაა მომზადებული...

- ამის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა. მიმდინარე წელს ბოლო მატჩს ვატარებთ და გამარჯვება ძალიან გვჭირდება. შესვენებაზე კარგ ხასიათზე წასვლა გვსურს. ჩვენ ამბიციური გუნდი ვართ, მაგრამ ზოგჯერ დაბოლოება იღბლიანი არაა ხოლმე.

- წინა ტურში პრინციპული მეტოქე “ნეფთჩი” დაამარცხეთ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მერე აგებდით...

- თამაში საინტერესო აღმოჩნდა და ვფიქრობ, ყველა კმაყოფილი დარჩა. დღეს ჩვენ მოვიგეთ, ხვალ შესაძლოა “ნეფთჩიმ” გაიმარჯვოს. მთავარია, რომ ჩემპიონატში მსგავსი მატჩები ბევრი იყო. იმ შეხვედრის დასაწყისში ჩვენი ძალა ვერ ვაჩვენეთ.

- “ნეფთჩისთან” სასტარტო შემადგენლობაში თქვენ არყოფნას რით ახსნით?

- ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ნორმალურად ვიღებ. პირველ წრეში “ნეფთჩისთან” მატჩში ტრავმა მივიღე და ადრინდელ სათამაშო ფორმას ნელნელა ვიბრუნებ. 90 წუთის სრულად ჩასატარებლად მზად არ ვარ. ამიტომ, მეორე ტაიმი ჩავატარე და გუნდის გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთე. არასწორი იქნება ჩემს თამაშს თუ შევაფასებ. ამის შესახებ სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.

- მეორე ტაიმში ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯისგან პენალტის დანიშვნას ითხოვდით. რატომ?

- მსაჯებზე საუბარი არ მსურს, რადგან შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. ფეხბურთელი ვარ და მათი მუშაობის შეფასება ჩემი საქმე არაა. ახლა არ ვამტკიცებ, რომ იმ ეპიზოდში პენალტი იყო. თუმცა, მაშინ წესების დარღვევა მომეჩვენა.

- შეხვედრის ბოლოს მოედანზე ფეხბურთელები ხშირად რატომ კამათობდნენ?

- “ნეფთჩის” ფეხბურთელები ზოგიერთ ეპიზოდში უხეშად თამაშობდნენ, რაც ნორმალურია. გუნდი როდესაც აგებს, ნერვები “წყვეტაზეა”. მთავარია, რომ მოედანზე “ბინძურად” არავინ იქცეოდა. დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა.

0.116182