მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა მცველმა ბრაზილიელმა ბრენომ გერმანიის სასამართლოსგან მისჯილ პატიმრობას თავი დააღწია და ბრაზილიაში დაბრუნდა. 25 წლის ფეხბურთელი მშობლიურ კლუბ “სან პაულოს” შეუერთდა და ფორმის დაბრუნებას შეეცდება.
“რეკორდმაისტერთა” მცველმა 2012 წელს მიუნხენში ნაქირავები სახლი გადაწვა და გერმანულმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. გასულ წელს ბრაზილიელს პირობითი სასჯელი დაუდგინეს და იგი“ბაიერნის” ერთ-ერთ აკადემიაში მწვრთნელად მუშაობდა.
ბრაზილიური გრანდი წინასასეზონო შეკრებას 5 იანვარს დაიწყებს და ბრენოც სრულფასოვან ვარჯიშს შეუდგება.