ფეხბურთი

17:36 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” შემტევი ხამეს როდრიგესი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და დღეს, 20 დეკემბერს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “სან ლორენცოს” წინააღმდეგ ითამაშებს.

“სამეფო კლუბის” თავკაცმა კარლო ანჩელოტმა აღნიშნა, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და სათამაშოდ მზადაა.

ხამეს როდრიგესმა ტრავმა ვიგოს “სელტას” წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის მე-14 ტურის მატჩში მიიღო და მოედანი 53-ე წუთზე დატოვა. მას შემდეგ კოლუმბიელი შემტევი ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში შესაბამისად “ლუდოგორეცის” და “ალმერიას” წინააღმდეგ მატჩების განაცხადშიც არ გახლდათ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში “კრუს ასულის” წინააღმდეგ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ხამესმა “რეალის” მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 8-ჯერ სხვასაც გაატანინა.

0.125361