საკალათბურთო ევროლიგის მე-10 უკანასკნელ ტურში საბერძნეთის “პანათინაიკოსმა” ათენში “ბარსელონას” უმასპინძლა.
მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს დარბაზში ევაკუაცია მოხდა, რადგან ერთ-ერთ ბერძნულ გაზეთში დარეკეს და თქვეს, “Olimpic Indoor Hall”-ში ბომბია დამონტაჟებულიო. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დარბაზში არანაირი ბომბი არ იყო. მატჩი განახლდა და ესპანელების სასარგებლოდ 80:67 დამთავრდა.
შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქოდნა. “ბარსელონაც” და “პანათინაიკოსიც” “ტომ 16-ში” იასპარეზებენ.