ფეხბურთი

16:23 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქპრ-ს თაუნსენდის აყვანა სურს

ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსი” თანაქალაქელი “ტოტენჰემის” ნახევარმცველით, ანდროს თაუნსენდით დაინტერესდა – იუწყება ბრიტანული გამოცემა Evening Standard–ი.

პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის თავკაცს, ჰარი რედნაპს ძალიან მოსწონს ახალგაზრდა ინგლისელის თამაში და მისი იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე სურს. აღნიშნული ვარიანტი ფეხბურთელისთვის ურიგო არ უნდა იყოს, რადგან “დეზების” ძირითადში მოხვედრა უჭირს. მიმდინარე პრემიერლიგაში თაუნსედმა მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა. ის მეორე შემადგენლობის მოთამაშედ მიიჩნევა და თავის გამოჩენის საშუალება ძირითადად ევროპა ლიგისა და ინგლისის თასის მატჩებზე ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს თაუნსენდი ქპრ-ში ასევე იჯარით თამაშობდა და 12 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.113783