ფეხბურთი

15:18 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ არბიტრებს ასაკობრივი ცენზი მოუხსნა

ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მსაჯებს ასაკობროვი ცენზი მოუხსნა. ამის შესახებ ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

აქამდე, არბიტრებს საერთაშორისო მატჩების განსჯა 45 წლის ასაკამდე შეეძლოთ. ახლა ისინი მუშაობას ამ ასაკის გადალახვის შემდეგაც შეძლებენ. თუმცა, თითოეულ მსაჯს ყოველ წელს ფიფას არბიტრთა კომიტეტი საფუძვლიანად შეამოწმებს, მათ ტექნიკურ შეფასებებს გაანალიზებს, სამედიცინო შემოწმებისა და ფიტნეს-ტესტების შედეგებს გაითვალისწინებს.

ფიფამ ეს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ კონგრესზე გადაწყვიტა.

0.112742