წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი პაბლო აიმარი, რომელმაც ხშირი ტრავმიანობის გამო აქტიური საფეხბურთო კარიერა აპრილის თვეში დაასრულა, დიდ ფეხბურთს უბრუნდება. ფეხბურთელი მშობლიური კლუბის “რივერ პლეიტს” დაუბრუნდება. ამის შესახებ ESPN-თან საუბარში “მილიონარისის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელო გალიარდომ განაცხადა. აიმარის ყოფილი თანაგუნდელის თქმით, გუნდს იგი 4 იანვარს შეურთდება.
35 წლის არგენტინელ ნახევარმცველს “რივერის” გარდა, “ვალენსიას”, “სარაგოსასა” და “ბენფიკას” ღირსება დაუცავს. ბოლოს კი მალაიზიურ “ჯოჰორში” ასპარეზობდა. აიმარმა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 2000-2009 წლებში 52-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.