ფეხბურთი

14:27 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ორიჯის დაბრუნებას ნაადრევად ფიქრობს

ინგლისურ “ლივერპულს” კრიზისის ხანა უდგას. მეტადრე გუნდი შეტევის ხაზში მოიკოჭლებს და მაღალი კლასის თავდამსხმელს გამალებით ეძებს. ფრანგული გამოცემა “ეკიპის” ცნობით, “წითლებმა” შესაძლოა “ლილში” განათხოვრებული ბელგიელი ფორვარდი დივოკ ორიჯი მერსისაიდში იანვარშივე დააბრუნონ.

ორიჯი “ლივერპულმა” გასულ ზაფხულს შეიძინა “ლილიდან”, თუმცა სეზონის ბოლომდე იჯარით მათვე დაუტოვა. მიმდინარე სეზონში 19 წლის ბელგიელს ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.107324