მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება, ფინალი კი 15 ივლისს გაიმართება. მომავალი მუნდიალის ჩატარების თარიღი მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფიფამ ოფიციალურად გამოაცხადა.
ფიფამ აგრეთვე დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატამდე დანიშნული კონფედერაციის თასის ჩატარების დრო. აღნიშნული ტურნირი სტარტს 2017 წლის 17 ივნისს აიღებს და გამარჯვებულის ვინაობა 2 ივლისს გახდება ცნობილი.