ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მეორე ყატარული ტურნირის მოგებასთან ახლოსაა.
ბასილაშვილმა გასულ კვირაში ერთ 10-ათასიან შეჯიბრზე იმარჯვა, ამჯერად კი ,ფინალში გასვლა მოახერხა.
პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში მე-7 რეიტინგის მქონე ავსტრიელ მაქსიმილიან ნოიკრისტს 6:4, 5:7, 6:3 სძლია, მთავარი პრიზისთვის კი ბრიტანელ ჯეიმს მარსალეკს გაეჯიბრება.