ჩოგბურთი

21:28 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მზადება მონაკოში

პლანეტის წამყვანი ჩოგბურთელები ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ, კლასიფიკაციის სერბი ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელი მოთამაშე მილოშ რაონიჩი კი მონტე კარლოს Monte-Carlo Country Club-ში ვარჯიშობენ.

მონტე კარლოში წამყვანი ჩოგბურთელები 1990 წლიდან მოყოლებული ემზადებიან სამომავლო საჩოგბურთო ბატალიებისთვის. მოთამაშეებს შესაძლებლობა ეძლევათ კორტზე წვრთნის, სპორტულ დარბაზში მეცადინეობის, აგრეთვე სამასაჟო კაბინეტის სტუმრობის.

ჯოკოვიჩსა და რაონიჩს რაც შეეხება, გარდა ვარჯიშისა, ნოვაკმა და მილოშმა საფრანგეთის საფეხბურთო ლიგა 1-ის ბინადარის “მონაკოს” მატჩი ტრიბუნიდან იხილეს, მონაწილეობა მიიღეს საშობაო სოციალურ პროგრამაში.

0.119227