“მანჩესტერ სიტის” ცენტრალური მცველით მატია ნასტასიჩით გელზენკიხენის “შალკე” და “მილანი” ინტერესდებიან – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
აღნიშნულ კლუბებს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვთ და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას აპირებენ. ნასტასიჩი მათთვის ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია.
მიმდინარე სეზონში 21 წლის მცველს საერთოდ არ უწევს თამაში და კლუბის გამოცვლა სურს. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონი ფუნტია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აზარზე რატო არ წერთ არაფერს? ჩელისთან გაახანგრძლივა კონტრაქტი
როგორ ხაანგრძლივა?შალკეს გამოსყიდვის უპირატესობა აქვს და სიტი როგორ უხანგრძლივებს ისეთ ფეხბურთელს რომლის ყიდვა შალკეს შეუძლია?შეიძლება მილნერში გეშლება