ფეხბურთი

19:45 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ბენზემას სანაცვლოდ დიდ თანხას იხდის

ინგლისური გამოცემის “დეილი ექსპრესის” ინფორმაციით, “ლივერპული” მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის “რეალის” ფრანგი ფორვარდის ქარიმ ბენზემას სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბრენდან როჯერსი გუნდის მთავარი ფორვარდის მარიო ბალოტელის თამაშით ძალზე უკმაყოფილოა და მისი შემცვლელის პოვნა იანვარშივე სურს.

აღსანიშნავია, რომ ბენზემამ “ბლანკოსთან” კონტრაქტი გასულ ზაფხულს 2019 წლამდე გაახანგრძლივა.

0.111348