ფეხბურთი

18:16 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძე აზიის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს

ტაშკენტის “ფახთაქორის” კაპიტანი კახა მახარაძე მომავალ სეზონსაც უზბეკურ საფეხბურთო კლუბში გაატარებს.

განვლილ სეზონში მახარაძემ ტაშკენტელებთან ერთად უზბეკურ კარიერაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიგო. მან გუნდს 25-ჯერ უკაპიტნა და 7 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ქართველი ნახევარმცველი “ფახთაქორის” საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ტაშკენტელებმა მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს და თანაგუნდელებს მახარაძეც შეუერთდა. გუნდი თურქეთში ორ შეკრებას გაივლის, ხოლო ახალ სეზონს 24 თებერვალს აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჩასატარებელი საშინაო მატჩით გახსნის.

0.131342