ფეხბურთი

16:54 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთათვის ნაცნობი ბიელიკი "არსენალში" ითამაშებს

ბრიტანული პრესა პოლონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლონეთის 17-წლამდელთა ნაკრების და ვარშავის "ლეგიას" საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან ბიელიკი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს.

"მეთოფეები" უკვე შეუთანხმდნენ პოლონელ ფეხბურთელს და და ბიელიკს ხელფასის სახით წელიწადში 104 000 ფუნტი სტერლინგი ექნება, 4-ჯერ მეტი ვიდრე მისი ამჟამინდელი ხელფასია.

ახალგაზრდა ტალანტის მშობლები ზაფხულამდე ფეხბურთელის ინგლისში ტრანსფერის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ საქმეში არსენ ვენგერიც ჩაერია და ყველაფერი "არსენალის" სასიკეთოდ გადაწყვეტილა.

ბიელიკი საქართველოშიცაა ნამყოფი. ევროპის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კრისტიანმა გოჩა ტყებუჩავას გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. თბილისში გამართულ ტურნირზე ბიელიკმა ერთი გოლიც გაიტანა - 16 წლის ფეხბურთელმა ლიხტენშტეინთან მატჩში ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა.

მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაზე ბიელიკმა 6 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 31 წუთს ატარებს.

აქვე შეგიძლიათ ბიელიკის თამაშის მომენტების ხილვა.

https://www.youtube.com/watch?v=dEYarDmdn6I#t=146

0.119738