ფეხბურთი

16:36 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის VI ტური

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის ბოლოს წინა სათამაშო დღეს, 21 დეკემბერს ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

მეექვსე ტურის შეხვედრებს სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება ს.კ ჯვაროსნებსა და პროგრეს ბანკის „ვარსკვლავებს“ შორის გაიმართება. წინა ტურში ორივე მათგანმა იმარჯვა, კალაძე და კომპანიამ საქართველოს უნივერსიტეტს აჯობეს, ხოლო ჯვაროსნებმა ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ნატახტარი დაამარცხეს. საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი შსს-სა საქართველოს უნივერსიტეტს შორის, ძალოვნების გუნდი ერთადერთი, რომელსაც წაგება არ აქვს მიმდინარე გათამაშებაში. პირველი ქულებისთვის იბრძოლებს ბათუმის „დინამო“, რომლის მეტოქეც პსპ იქნება. „ფარმაცევტები“ კი თავის მხრივ ოთხ მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდებიან. ტურის კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და DHL-ის გუნდები წარსდგებიან.

21.12.2014 . სუპერლიგა. VI ტური

13:00 FC TTC – DHL GEORGIA

14:00 დინამო (ბთ) – FC PSP

16:00 პროგრეს ბანკი - ს.კ ჯვაროსნები

18:00 შსს - UG

ვერცხლის ლიგაში „სათასო რვიანისთვის“ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. 18 იანვარს გასამართი მეშვიდე ტურის შემდეგ საბოლოოდ უნდა გაირკვეს ის რვა გუნდი რომელიც თასზე იასპარეზებს, შესაბამისად ამ ტურის შეხვედრებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ემუქრება ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის გუნდს, რომელიც უდანაკარგოდ ლიდერობს სატურნირო ცხრილს. GWP-ის მეტოქე საქართველოს ბანკი 2 იქნება. საბანკო დერბი გაიმართება ვითიბი 2-სა და პროკრედიტ ბანკს შორის. კიდევ ორ შეხვედრაში ერთმანეთს აუტსაიდერები დაუპირისპირდებიან, კოლიერსი ბაქსვუდთან ითამაშებს, ხოლო რუსთავი 2 ივერიაბეთს შეხვდება. ტურის კიდევ სამი შეხვედრა მომდევნო კვირას, 28 დეკემბერს გაიმართება.

21.12.2014. ვერცხლის ლიგა. VI ტური

12:00 კოლიერსი - ბაქსვუდი

15:00 ვითიბი ბანკი 2 - პროკრედიტ ბანკი

17:00 GWP - საქართველოს ბანკი 2

19:00 რუსთავი 2 - ივერიაბეთი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, „მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, fanebi.com, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.154893