შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე სპორტულმა სასამართლომ რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ქართველი ფეხბურთელებისთვის – მათე ვაწაძისთვის, გოგიტა გოგუასთვის და ლაშა სალუქვაძისთვის მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.
თავის დროზე, ჯერ კიდევ პრემიერლიგაში მოასპარეზე “ვოლგამ” ქართველი ლეგიონერები ისე დაითხოვა, რომ კუთვნილი თანხა არ გადაუხადა. მოთამაშეთა მენეჯერმა ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა და საქმე მოიგო. ცოტა ხნის წინ კი, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
“ვოლგას” მდგომარეობა იმ ფაქტმაც გაართულა, რომ თანხის დროულად არგადახდის გამო, მას პროცენტები დაემატა და საგრძნობლად გაიზარდა.
ინტერნეტპორტალ eurofootball.ru-ს ინფორმაციით, ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა კლუბი გაკოტრდეს და პირველ დივიზიონში ვეღარ ითამაშოს.