ფეხბურთი

12:17 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი - "სიტის" ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი

eurosport-ის ინფორმაციით, "ნიუ იორკ სიტიდან" "მანჩესტერ სიტიში" განათხოვრებული ფრენკ ლამპარდი მიმდინარე სეზონში "ქალაქელთა" რიგებში ყველაზე ეფექტური მოთამაშეა.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სერხიო აგუერო 2014/15 წლების სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, ეფექტურობის თვალსაზრისით გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი ფრენკია.

მიმდინარე სეზონში 36 წლის ლამპარდმა 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ინგლისელმა მოედანზე 512 წუთი გაატარა და საშუალოდ 51.2 წუთში "სიტისთვის" სარგებელი მოაქვს.

არგენტინელმა თავდამსხმელმა მოედანზე 1440 წუთი გაატარა, 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 19 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. აგუეროს "ქალაქელებისთვის" სარგებელი საშუალოდ 55.4 წუთში მოაქვს.

მოცემული მონაცემებიდან გამომდინარე, სარგებლიანობის მხრივ 36 წლის ფეხბურთელი კვლავ სათანადო ფორმაშია და ბუნებრივია თუ რატომ სურს მანუელ პელეგრინის ლამპარდის იჯარის გახანგრძლივება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.137447