ფეხბურთი

7:37 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული დერბი 1/8 ფინალში

ესპანეთის თასის 1/8 ფინალური წყვილები ცნობილია. გუშინ 1/16 ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართა და ყველა ის კლუბი გამოვლინდა, რომლებიც შემდეგ რაუნდში ითამაშებენ.

განსაკუთრებულ ინტერესს რასაკვირველია მადრიდული დერბი იწვავს: “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ. აღნიშნული წყვილის გამარჯვებული “ელჩესა” და “ბარსელონას” შორის გასულ კლუბს დაუპირისპირდება. “ვალენსია” კატალონიურ “ესპანიოლს” დაუპირისპირდება, ხოლო “სევილია” თანარეგიონელ “გრანადას”. იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლას “ღამურები” და “დალაქები” მოახერხებენ, მათი დაპირისპირების სახით, კიდევ ერთ საინტერესო ჯახს ვიხილავთ 1/4 ფინალში.

კოპა დელ რეის 1/8 ფინალური წყვილები ასეთია:

მალაგა – ლევანტე
სელტა – ბილბაო
ვალენსია – ესპანიოლი
გრანადა – სევილია
ბარსელონა – ელჩე
ატლეტიკო – რეალი
ვილიარეალი – სოსიედადი
ალმერია – ხეტაფე

პირველი მატჩები 6,7 და 8 იანვარს გაიმართება.

0.124168