16-წლამდე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა და 54 გუნდს შორის მე-14 ადგილზე გადაინაცვლა.
მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკეები პირველი განთესვის მქონე ინდოეთს დაუპირისპირდნენ და 1.5:2.5 წააგეს. გამარჯვება იზეიმა ნიკა ღვამბერიამ (2122), გიორგი სიბაშვილმა (2387) ფრედ ითამაშა, ნოე თუთისანმა (2301) და ნინო ხომერიკმა (2141) კი წააგეს.
საქართველოს ნაკრებს კიდევ 9 ნაკრების დარად 8.0 ქულა გააჩნია, პირველ ადგილზე რუსეთია ასპროცენტიანი შედეგით (12 ქულა), შემდეგ კი, 10-10 ქულით ირანი და ინდოეთი მოდიან.
მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკეები უნგრეთის პირველ გუნდს ეთამაშებიან.