როგორც იტალიური “კალჩომერკატო” იუწყება, “ნიუკასლის” არგენტინელი ფეხბურთელის ხონას გუტიერესის შეძენა მილანის “ინტერს” სურს. “კაჭკაჭთა” მოთამაშის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 2 მილიონი გირვანქა სახელდება.
ტრავმის გამო 31 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია, თუმცა შესაძლოა სათამაშო დროის სიმცირე იქცეს გუტიერესის “ინტერში” გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად, რადგან გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ უთამაშებლობის გამო არენდის წესით “ნორვიჩში” გაატარა.
ნახევარმცველი “ნიუკასლში” 2008 წლიდან ირიცხება, მანამდე კი პრიმერა დივიზონის მონაწილე კლუბ “მალიორკაში” თამაშობდა. გუტიერესმა 2009-10 წლებში “ნიუკასლთან” ერთად ჩემპიონშიფში ითამაშა და კლუბს პრემიერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია