ფეხბურთი

20:56 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას სილვას “რეალში” გადასვლა ეჭვქვეშ დადგა

როგორც “სკაი სპორტი” იუწყება, რომ ბრაზილიის “კრუზეიროს” ფეხბურთელ ლუკას სილვას მადრიდის “რეალში” გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფეხბურთელის შეძენის შესახებ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გააკეთა კომენტარი, თუმცა, ტრანსფერის შესაძლო ჩაშლის თაობაზე არაფერი უთქვამს.

“ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლუკას სილვას შეძენა განიხილება. თუ ბრაზილიელი ჩვენს გუნდში გადმოვა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე გუნდის გაძლიერება არ დაგვჭირდება. ვფიქრობ, სილვას შეძენაც საკმარისი იქნება სეზონის წარმატებით დამთავრებისთვის”, - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

თანად ლუკას სილვა “რეალში” გადასვლას მოუთმენლად ელის. მან აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშზე ოცნებობს.

ამპლუით ნახევარმცველი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია. სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო თანხად 15 მილიონი ევრო სახელდება.

0.112627