ფეხბურთი

20:26 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო: “მეტი სათამაშო დრო მსურს”

ტრავმის მოშუშების შემდეგ რადამელ ფალკაომ საკუთარ სათამაშო ფორმასა და მანჩესტერში დარჩენის საკითხზე ისაუბრა. ბოლო ტურებში თავდამსხმელს მცირე სათამაშო დრო დაეთმო, რაც ამ ეტაპზე თავდამსხმელის მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

“ვან გაალთან ხშირად ვსაუბრობ. პატივს ვცემ მის ფილოსოფიას. ტრავმის მოშუშების შემდეგ ველოდები შანსს. ჩემი ხედვით სავარაუდოდ დავრჩები კლუბში, მაგრამ ვერ ვიქნები კმაყოფილი თუკი იშვიათად მომიწევს მოედანზე გასვლა”, - აღნიშნა რადამელ ფალკაომ.

“ვგრძნობ შემიძლია გამოვადგე გუნდს. ამ ეტაპზე კარგ კონდიციაში ვარ და თითქმის 100 პროცენტით მზად ვარ მოედანზე გასასვლელად”, - დაამატა კოლუმბიელმა.

რადამელ ფალკაომ გასული სეზონი “მონაკოში” გაატარა, ხოლო ზაფხულში ვან გაალის გუნდში განაგრძო კარიერა. პრემიერლიგის 8 შეხვედრაში ფალკაომ ერთი გოლი გაიტანა. 5 ოქტომბერს “მანჩესტერმა” ფალკაოს გოლით “ევერტონი” დაამარცხა.

0.121532