კალათბურთი

18:47 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩიკვილაძის თამაში სათუოა

სუპერლიგის მონაწილე “შსს აკადემიას” ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის ბექა ჩიკვილაძის თამაში მიმდინარე ჩემპიონატის მეექვსე ტურში სათუოა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ჩიკვილაძემ განუცხადა.

“რამდენიმედღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დღეს პირველად გავედი პარკეტზე, რადგან ტრავმა ბოლომდე არ მომირჩენია. ექიმებმა დატვირთვით ვარჯიშის ნება არ დამრთეს და აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ მსუბუქი ვარჯიშით დავკმაყოფილდი. თუ ტრავმა ბოლომდე ვერ მოვიშუშე, 20 დეკემბერს ჩემი თამაში სათუოა”, - გვითხრა ჩიკვილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩიკვილაძეს კუნთი აქვს დაჭიმული და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

მიმდინარე ჩემპიონატის მეექვსე ტურში “შსს აკადემია” მოქმედ ჩემპიონსა და რეგულარული პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოს” დაუპირისპირდება, რომელსაც, “რუსთავთან” ერთად, მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

0.116304