საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ამჟამად უმწვრთნელოდაა, მიმდინარე წელი ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში 125 ადგილზე დაასრულა. ნოემბერთან შედარებით ქართველებმა დეკემბერში რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწიეს.
რეიტინგის სათავეში ვითარება უცვლელია. გერმანიის ნაკრები კვლავ ლიდერია, მეორე ადგილზე არგენტინაა, ხოლო მესამეზე - კოლუმბია.
გაგაცნობთ ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგით დღესდღეობით საუკეთესო 20 ნაკრების ჩამონათვალს:
1 (1). გერმანია – 1725
2 (2). არგენტინა – 1538
3 (3). კოლუმბია – 1450
4 (4). ბელგია – 1417
5 (5). ჰოლანდია – 1373
6 (6). ბრაზილია – 1316
7 (7). პორტუგალია – 1160
7 (8). საფრანგეთი – 1160
9 (9). ესპანეთი – 1142
10 (10). ურუგვაი – 1135
11 (11). იტალია – 1103
12 (12). შვეიცარია – 1091
13 (13). ინგლისი – 1032
14 (14). ჩილე – 1022
15 (15). რუმინეთი – 1014
16 (16). კოსტა-რიკა – 995
17 (17). ჩეხეთი – 987
18 (18). ალჟირი – 948
19 (19). ხორვატია – 946
20 (20). მექსიკა – 913
... 36 (36). შოტლანდია -729
... 41 (40). პოლონეთი – 680
... 64 (61). ირლანდია – 519
... 125 (126). საქართველო – 219
გერმანია, ირლანდია, პოლონეთი და შოტლანდია ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში არაა, ვინაიდან ფიფაში არ მიუღიათ.