იტალიური “ჯენოას” 22 წლის მეკარის მატია პერინის აგენტის მორენო როჯის თქმით, თავისი კლიენტი ზაფხულამდე “ჯენოას” არ დატოვებს, თუმცა შემდეგ არ გამორიცხავს, რომ იტალიის ნაკრების მეკარე სათამაშოდ უცხოეთში წავიდეს.
“მატია “ჯენოას” ერთ-ერთი ლიდერია. გამოვრიცხავ, რომ მან გუნდი ზამთარში დატოვოს, ზაფხულში კი ვნახოთ რა მოხდება. პრიორიტეტი უცხოეთში თამაშია, სადაც პერინი უფრო გაიზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იტალიაში დარჩენას გამოვრიცხავთ. რაც შეეხება “რომას” დაინტერესებას, მათგან ოფიციალურად არავინ დაგვკავშირებია”, - განაცხადა პერინის აგენტმა.
მატია პერინი ბოლო დროს გრანდთა ინტერესის ქვეშ მოექცა. “რომას” გარდა, მისს სახელს “მილანთან” და “ლივერპულთანაც” აკავშირებენ.