“გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “მილანის” 30 წლის ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი “რომასთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზად მცირე ტრავმა სახელდება. აღსანიშნავია, რომ “ელ ნინიოს” არც “ნაპოლის” წინააღმდეგ უთამაშია. ბოლო დროს ხშირად ვრცედება ცნობა ტორესის გუნდიდან შესაძლო აბარგების შესახებ. ბოლო ინფორმაციით, იტალიურ კლუბს მისი ჩართვა ალესიო ჩერჩის ტრანსფერში სურს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაა.
ფერნანდო ტორესს “მილანის” მაისურით ერთადერთი გოლი აქვს გატანილი.