ფეხბურთი

13:55 | 18.12.2014 | ნანახია 1497 - ჯერ

გელაშვილისთვის სეზონი დასრულდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და ვლორეს “ფლამურტარის” ფორვარდ ნიკა გელაშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ამის შესახებ ვლორელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო რამელამ ინტერნეტპორტალ panorama-sport.com-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული ტრავმის გამო, გელაშვილმა სეზონი დაასრულა. რამელამ ისიც დაამატა, რომ ზამთარში კლუბი ერთ ან ორ მოთამაშეს შეიძენს.

29 წლის ფორვარდი 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა. მან ჯვარედინი იოგებისა და მენისკის ოპერაცია ერთდროულად გაიკეთა. გელაშვილი “ფლამურტარიში” მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და ალბანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:11 | 18.12.2014
barca_giorgi (385)

დვაიღუპეთ

15:11 | 18.12.2014
barca_giorgi (385)

მარა მართლა შემეცოდა ისე (

17:17 | 18.12.2014
BEERTRANCE (97819)

რაც არ უნდა იყოს დარბოდა და "ცდილობდა" მაინც.

14:48 | 18.12.2014
zidani (7702)

სანაკრებო ბატალიები როიყო მაშინ მაინც დამთავრებულიყო

14:44 | 18.12.2014
BEERTRANCE (97819)

საწყალი

14:13 | 18.12.2014
levani82 (41682)

stripslashes((strlen('http://goal.ge/ge/archives/85632')>0?'http://goal.ge/ge/archives/85632':'http://goal.ge/ge/archives/85632'))

13:58 | 18.12.2014
levani82 (41682)

ზესტაფონი დაიშალაო და რამე დაწერეთ

13:53 | 18.12.2014
chelidze (5010)

ისე ხო რას ამბობ ბრწყინავდა

0.135115