ფეხბურთი

11:51 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას და მერებაშვილის საშინაო ფრე

საბერძნეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურში, ოფი-მ რომლის ღირსებას მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი იცავენ, თავის მინდორზე “კალონის” ვერ მოუგო.

ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა – მერებაშვილმა მე-13 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ოფი-მ გოლი 70-ე წუთზე გაუშვა, ხოლო საპასუხო ბურთი გეორგიოს მაკრისმა 72-ეზე გაიტანა. ოფი 14 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-17 ტურში აზალ-მა სტუმრად “ბაქის” 3:1 აჯობა. ქართველი ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე გამარჯვებულთა რიგებში თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო. აზალ-ს 16 ქულა აქვს და 10 გუნდში მეშვიდეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-17 ტურში, “ფეირენსემ” გასვლაზე “მარიტიმო II”-თან 0:1 წააგო. მეკარე გიორგი მაკარიძე დამარცხებულთა სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ფეირენსე” 29 ქულით 24 გუნდში მერვეა.

სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგის მე-16 ტურში, “ბიდვესტ ვითსმა” სახლში “სუპერსპორტ იუნაიტედს” 1:0 სძლია. ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე “ბიდვესტის” 18-კაციან განაცხადში კვლავ არ იყო. “ბიდვესტი” 30 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა.

პორტუგალიის თასის 1/8-ფინალში “ჟილ ვისენტემ”, სადაც ავთო ებრალიძე ირიცხება, შინაურ კედლებში “პენაფიელი” 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ტრავმირებულ ქართველ შემტევ ნახევარმცველს კვლავ არ უთამაშია.

0.231077