საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2014 წლის გამორჩეულ მამაკაც ძიუდოისტად დაასახელა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის ინიციატივით დაწესებულ "IJF-ის პრესტიჟის” ჯილდოს მიიღებს.
ქალთა შორის ანალოგიური აღიარება წილად კოსოვოელ მაილინდა კელმენდს ხვდა, რომელმაც გასულ სეზონში ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც კი შეეძლო.
ჭრიკიშვილი და კელმენდი მსოფლიო რეიტინგსიის აბსოლუტური ლიდერები არიან (ყველა წონითი კატეგორიის გათვალისწინებით) და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან პრესტიჟის ჯილდოების გარდა 50-50 ათასი დოლარითაც დაჯილდოვდებიან.
ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 40-40 ათასი დოლარი გადაეცემათ: ევროპის 2-გზის, მსოფლიოს 3-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონს - საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ილიას ილიადისს (90 კგ) და ევროპის 4-გზის, მსოფლიოს 7-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონს ფრანგ ტედი რინერს (+100 კგ).
2014 წლის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი 10 ათასით დაჯილდოვდება, როგორც 90 კილოგრამის ყველაზე მაღალრეიტინგიანი ძიუდოისტი. ამდენივეს მიიღებს თავისი წონითი კატეგორიის ყველა ლიდერი:
მამაკაცები
60 კგ - ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
66 კგ - მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
73 კგ - დექს ელმონი (ჰოლანდია)
100 კგ - ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
ქალები
48 კგ - ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)
57 კგ - ოტომნ პავია (საფრანგეთი)
63 კგ - კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)
70 კგ - კიმ პოლინგი (ჰოლანდია)
78 კგ - ოდრი ჩომეო
+78 კგ - იდალის ორტიზი (კუბა)