თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.
წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ეკატერინე გორგოძის და სლოვენიელი ნასტია კოლარის დუეტი თურქი სეზერის და ბულგარელი შინიკოვას ტანდემს გადაეყარა და 6:4, 2:6, 10:8 იმარჯვა.
ნახევარფინალში ქართველი და სლოვენიელი ჩოგბურთელები “უაილდ ქარდის” მქონე თურქებს – აკსუს და სოილუს ეთამაშებიან, რომელთაც მოულოდნელად პირველი განთესვის მქონე სერბულ-რუსულ წყვილს (კრუნიჩი-როდინა) აჯობეს.
ფინალის მე-2 საგზურისთვის უკრაინელი კორაშვილი და ბულგარელი კოსტოვა რუმინელ ბუზეანს და უნგრელ იანის გაეჯიბრებიან.