ფეხბურთი

22:15 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის დისკვალიფიკაცია გაუქმებულია

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გაუქმებულია. ამ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

ალეგრიმ დისკვალიფიკაცია იმის გამო მიიღო, რომ “სამპდორიასთან” გამართული შეხვედრის (1:1) დროს არბიტრს ზედმეტად აქტიურად ეკამათებოდა.

“იუვენტუსის” წარმომადგენლებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ალეგრის მსაჯის მიმართ აგრესიის გამოხატვის განზრახვა არ ჰქონია და შედეგად, დისკვალიფიკაცია გაუქმდა. თუმცა, იტალიელ სპეციალისტს, ჯარიმის სახით, 10 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

0.131518