“ბარსელონას” ყოფილი ცენტრალური მცველი კარლეს პუიოლი ფეხბურთში დაბრუნებაზე ოცნებობს. როგორც 36 წლის ესპანელი აცხადებს, მას ვარჯიში და თამაში ენატრება.
“ხშირად ფეხბურთში დაბრუნებაზე ვოცნებობ, ვარჯიში და თამაში მენატრება. მაგრამ თამაში არშემიძლია მუხლის ტრავმის გამო, რამაც ჩემს კარიერას წერტილი დაუსვა” - პუიოლის სიტყვებს AS.com-ი ციტირებს.
კარლეს პუიოლი “ბარსელონაში” 1999-2014 წლებში თამაშობდა. მან “ბარსას” მაისურით 392 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. კარლესმა ესპანეთის ნაკრების მაისური 100-ჯერ მოირგო და 3 გოლის გატანაც მოახერხა.