“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში “კრუს ასულთან” მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მექსიკურ კლუბთან არც თუ ისე მარტივი მატჩი გამოვიდა.
“არც თუ ისე მარტივი მატჩი გამოვიდა, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა და მოვიგეთ. ახლა გადამწყვეტი შეხვედრა დაგვრჩა. კასილიასის მოგერიებული პენალტი გადამწყვეტი მომენტი იყო. იკერს რომ არ გადავერჩინეთ, შეიძლება მეორე გოლიც გაეტანათ. რონალდუ? პორტუგალიელმა ძალიან კარგად და ეფექტურად ითამაშა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, ვფიქრობ რონალდუმ გოლი ფინალისთვის შეინახა”- განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
“რეალმა” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მექსიკური “კრუს ასული” 4:0 დაამარცხა. გოლები რამოსმა (15წთ.), ბენზემამ (36), ბეილმა (50) და ისკომ (72) გაიტანეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალი ხო იცით რა გუნდია. ვაჟამ როგორც თქვა ზუსტად. "ცუდას რად უნდა მტერობა,, კარგია მუდამ მტრიანიო" ბევრი მტერი გვყავს იმიტომ რომ საუკეთესოები ვართ D:

უხ ნეტა შალკემ გამოგადოთ რა ამათ ტრიპაჩობას უყურე
5 გოლს ფორას გაძლევ 2 მატჩის ჯამში და 2 კუშს გამოდი
ადვილად გაცდებიან შალკეს
აუ რა რეკლამები მიდის რონადოზე იმენა მტელი მადრიდი რონადოზე მუსაობს მაგარი ში გ აქვთ მწვრთნელიან ფეღბურთელებიანად ყველას
ხო მთელი მადრიდი, განსაკუთრებით ბეილი, საგოლე გადაცემებით ამარაგებს ბოლო მატჩებია, ხესე ცარიელ კარში უღეჭავს ბურთებს
ეგ იყო არც თუ მარტივი მატჩი ხო DDDDDDDDDDDDD
უეჭველი პენალს გაიტანს აგერ ნახავთ ))))) მაგრამ მაინც ნუმერო უნო ხარ