ფეხბურთი

13:02 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი - "ლივერპულის" მთავარი სამიზნე

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მეკარე პიტერ ჩეხი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ლივერპულში" აღმოჩნდეს.

"მერსისაიდელებს" მეკარის პრობლემის გადაწყვეტა სურთ. "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებულ (0:3) მატჩში ბრენდან როჯერსმა ბელგიელი სიომონ მინოლე დააქვეითა და კარის დაცვა ბრედ ჯოუნსს დაავალა, თუმცა ვერც ავსტრალიელმა კიპერმა გაამართლა.

ლივერპულელებს ჩეხის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სურთ და მხოლოდ იჯარას ამზადებენ. თავის მხრივ პიტერიც არ უნდა იყოს გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი. მას შემდეგ რაც ლონდონელებმა მადრიდის "ატლეტიკოში" განათხოვრებული, 2014 წლის ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელი ტიბო კურტუა დაიბრუნეს, ჩეხს სათადარიგოთა სკამზე ხშირად უწევს ჯდომა.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ჩეხმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108674