ფეხბურთი

11:55 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობენი ჰოლანდიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი არიენ რობენი 2014 წლის ჰოლანდიის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

30 წლის ნახევარმცველი, 27 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა. 1987 წელს რუდ გულიტი გახლდათ ჰოლანდიის საუკეთესო სპორტსმენი.

არიენ რობენმა წელს ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ხოლო “ბაიერნთან” ერთად მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი.

0.120083