ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი ჰოლანდიური სპორტის 2014 წლის საუკეთესო მომენტის ავტორი გახდა.
ამსტერდამში, წლის გალა დაჯილდოებაზე, ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვან პერსის მიერ ესპანეთის კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ მიიჩნიეს.
"ნარინჯისფერები" ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ესპანეთთან ანგარიშით 0:1 მარცხდებოდა, როდესაც რობინმა დალეი ბლინდისგან თითქმის ცენტრიდან ულამაზესი გადაცემა მიიღო და ვან პერსიმაც ნახტომში შესანიშნავი თავური დარტყმით იკერ კასილიასს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში 1:1 გახადა, მატჩი კი ჰოლანდიელებმა 5:1 მოიგეს.
რობინის გოლი ფიფას წლის საუკეთესო გოლის ავტორთა სამეულშიცაა შეყვანილი. აქვე თქვენ შეგიძლიათ ვან პერსის გოლით კიდევ ერთხელ დატკბეთ.
https://www.youtube.com/watch?v=gK6LbS7KHtk