ფეხბურთი

8:06 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არისტოკრატები” 1/2 ფინალში არიან, “წმინდანები” - შერცხვნენ

გუშინ ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონშიფის წარმომადგენელმა “დერბიმ” შინ პრემიერლიგის ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ბრძოლაში დამარცხდა.

გასაკვირი არაა, რომ შეხვედრა სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, რომლებიც მეტნაკლებად გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდნენ. ანგარიში 23-ე წუთზე სტუმართა მცველების შემდეგ გაიხსნა, რომელთაც ჯერ ბურთი დაკარგეს საჯარიმოსთან, ხოლო შემდეგ ედენ აზარს მისცეს თავისუფლად ქმედების უფლება, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში გახსნა. 56-ე წუთზე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით სხვაობა გაზრდა ფელიპე ლუისმა. მიუხედავად ამისა, “ცხვრებმა” ბოლომდე იბრძოლეს და 71-ე წუთზე ბრაისონმა ჩეხს საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ კუთხეში გაუტანა. შესაძლოა, რომ მასპინძლებს მეტიც მოეხერხებინათ, მაგრამ 78-ე წუთზე ჯონათან მოსმა ბაქსტონი საკამათო ვითარებაში გააძევა. რიცხობრივი უპირატესობა სტუმრებმა უმალ გამოიყენეს და ანდრე შურლემ 82-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3. “ჩელსი” 1/2 ფინალშია.

სამაგიეროდ, შერცხვა პრემიერლიგის მეორე წარმომადგენელი “საუთჰემპტონი”, რომელმაც ჩემპიონატში ზედიზედ წაგებულ 4 შეხვედრას მე-3 ლიგის გუნდთან მარცხი მიაყოლა და შემდეგი ეტაპის საგზური “შეფილდ იუნაიტედს” დაუთმო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე მაკნულტიმ გაიტანა. რონალდ კუმანის გუნდს სერიოზული ჩავარდნა აქვს და ასე გაგრძელების შემთხვევაში, “წმინდანებს” პრემიერლიგაში პოზიციების დათმობა მალევე მოუწევთ.

დერბი – ჩელსი 1:3 (0:1)

დერბი, “აიპრო სთეიუმი”

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ტერი, ზუმა (ივანოვიჩი 45+4), აზპილიკუეტა, ფელიპე ლუისი, მიკელი, მატიჩი, აზარი (რამირესი 84), ფაბრეგასი, შურლე, დროგბა (რემი 63).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 აზარი (23), 0:2 ფელიპე ლუისი (56), 1:2 ბრაისონი (71), 1:3 შურლე (82).
გაფრთხილებები: კ.მარტინი – შურლე
გაძევება: ბაქსტონი
მსაჯი: ჯონათან მოსი L

შეფილდ იუნაიტედი – საუთჰემპტონი 1:0 (0:0)

გოლი: მაკნულტი 63.

სტატისტიკა
0.273639