ლუკა კიკაბიძის “ბასტიამ” საფრანგეთის ლიგის თასის გათამაშებაში “კაენი” დამატებით დროში 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, მინდორზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
მატჩში გადამწყვეტი გოლი 102-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბელგიელმა ფორვარდმა ბენჯამინ მოკულუ ტემბემ გაიტანა.