ჭადრაკი

0:54 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრები ისევ დაუმარცხებელია!

საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე ოლიმპიადის მე-5 ტურშიც ყოჩაღად ითამაშა და მე-2 ნომრად განთესილ გერმანიის გუნდთან ფრეს მიაღწია.

პარტიები ფრედ დაასრულეს გიორგი სიბაშვილმა (2387) და ნოე თუთისანმა (2301), ნინო ხომერიკმა (2141) გამარჯვება იზეიმა, ხოლო ნიკა ღვამბერია (2122) დამარცხდა.

შედეგად, ქართველმა მოჭადრაკეებმა ირანის, უნგრეთი-1-ის, კანადა-1-ის, რუმინეთის, მოლდოვას და ინდოეთის დარად 8 ქულა მოაგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

ერთპიროვნული ლიდერი რუსეთია, რომელმაც პირველი განთესვის მქონე ინდოეთი 3:1 დაამარცხა და თავი 10 ქულას მოუყარა. საინტერესოა, რომ ტურნირზე მარცხის გარეშე მხოლოდ რუსეთის, საქართველოს და კანადის პირველი ნაკრებები არიან.

მე-6 ტურში მე-16 რეიტინგით მოთამაშე საქართველოს გუნდს კიდევ ერთი რთული დაპირისპირება ელის, რადგანაც მეტოქედ ინდოეთი ეყოლება. უნგრეთი-1 რუსეთს გაეჯიბრება, რუმინეთი – ირანს, ხოლო მოლდოვა – კანადა-1-ს.

ცნობისთვის, დღეს ოლიმპიადაზე შესვენებაა, ამდემად, მომდევნო პარტიები 18 დეკემბერს შედგება.

0.122765