იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მილანი” “პალერმოს” 25 წლის არგენტინელი მცველის ეზეკიელ მუნიოსის დამატებას შეეცდება. მუნიოსს სიცილიელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ადრიანო გალიანის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება უსასყიდლოდ სურს.
მუნიოსის მიმართ მილანელების გარდა ინტერესს ფლორენციის “ფიორენტინაც” იჩენს. არგენტინელი ფეხბურთელი “პალერმოში” 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
მუნიოსი კი არა დუბალა იყიდეთ