ფეხბურთი

19:03 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: დღევანდელი “რეალი” ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა”

რუსეთის ნაკრების ლეგენდარულმა იტალიელმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ იტალიურ მედიასთან საუბარში ნიონში ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა. მისი თქმით, ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტები “რეალი”, “ბაიერნი” და “ჩელსი” არიან.

“ჩელსი” ყველაზე სახიფათო გუნდია “ბაიერნთან” და “რეალთან” ერთად. ანჩელოტიმ მადრიდში უდიდესი სამუშაო გასწია. შეიძლება ითქვას, ფეხბურთის ისტორიაში დღევანდელი “რეალი” ერთ-ერთი საუკეთესოა.

“იუვენტუსს” წილისყრამ გაუმართლა, მაგრამ “დორტმუნდისგან” ყველაფერი მოსალოდნელია.

“ყველაზე რთული მატჩი ალბათ “ბარსელონას” ელის. “სიტი” არაა ბოლომდე მისთვის სასურველ ფორმაში, მაგრამ თებერვლამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. სერხიო აგუერო მათთვის დიდი ძალაა და თუ ის დაბრუნდება მათი შანსიც გაიზრდება”, _ განაცხადა კაპელომ.

ფაბიო კაპელომ სახელი “მილანში” მუშაობით გაითქვა, შემდეგ კი სხვადასხვა დროს მადრიდის “რეალს”, “რომას”, ტურინის “იუვენტუსს” და ინგლისის ნაკრებსაც ხელმძღვანელობდა.

დონ ფაბიოს ჩემპიონთა ლიგა 1994 წელს “მილანთან” ერთად აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142781