ფეხბურთი

18:51 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თარხნიშვილი და “ვენტსპილსი” დაშორდნენ

“ვენტსპილსის” რიგებში ლატვიის საფეხბურთო ვირშლიგის ზედიზედ ორჯერ მომგებ თორნიკე თარხნიშვილს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

ვენტსპილსელთა სპორტული დირექტორის ანდრეი ბუტრიკის თქმით, თარხნიშვილი მათ დაეხმარა, მაგრამ ფეხბურთელთა შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება თუკი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად 24 წლისაა, “ვენტსპილსში” 2013 წელს გადავიდა და 54 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.132374