იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია მიიჩნევს, რომ სამართლიანი მსაჯობის პირობებში, სერია A-ში პირველ ადგილს მისი გუნდი უნდა იკავებდეს და არა “იუვენტუსი”.
“ამჟამად, “იუვენტუსს” ჩამოვრჩებით, მაგრამ რომ არა ტურინში ჩვენს კარში გასული 3 უსამართლო გოლი, წინ სწორედ “რომა” იქნებოდა. თუმცა, სკუდეტოს მოგების მაინც მჯერა.” – განაცხადა გარსიამ France Football-თან საუბრისას.