“არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაწყვილებულ ლონდონელებსა და მათ მეტოქე “მონაკოს” მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსები აქვთ.
“ვფიქრობ, “მონაკოსთან” ჩვენს დაპრისპირებაში შანსები 50%-50% არის. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ.
“მონაკოს” ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.” – განაცხადა ჟირუმ.