ფეხბურთი

17:36 | 16.12.2014 | ნანახია 1006 - ჯერ

ინსი “ლივერპულს” ბალოტელის გაყიდვას ურჩევს

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი პოლ ინსი თავისი ყოფილი კლუბის მესვეურებს იტალიელი თავდამსხმელის მარიო ბალოტელის გაყიდვას ურჩევს. ინსმა ინგლისურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თუ “ლივერპულს” სიმაღლეებზე დაბრუნება სურს, ბალოტელი აუცილებლად უნდა გაყიდოს.

“ლივერპულმა” ბალოტელი რაც შეიძლება მალე უნდა გაყიდოს, თუკი მერსისაიდელებს სურთ, რომ გუნდი თავის ძველ დონეს დაუბრუნდეს. როჯერსმა იგი იყიდა ლუის სუარესის შემცვლელად, მაგრამ მარიო მოურინიომ და მანჩინიმ დაიწუნეს და ვერ გამიგია, რატომ სჯეროდა ბალოტელის როჯერსს”, - განაცხადა პოლ ინსმა.

მარიო ბალოტელი “ენფილდზე” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა, თუმცა ათამაშება ვერ შეძლო და უკვე საუბრობენ იმაზე, რომ იტალიელი ადგილსამყოფელს შეიცვლის.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:34 | 17.12.2014
nick_name (254)

რომელიმე რუსულ გუნდში გადავა

18:33 | 16.12.2014
ioska123 (1425)

Qartvelebis seni chirs balotelis..arada magari nichieria

17:56 | 16.12.2014
Pharrell (1884)

100% მართალია ინსი.რატო იყიდეს ბალოტელი,ნეტა თვითონ როჯერსმა თუ იცის?

0.067412