ფეხბურთი

17:30 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ინგლისში სამუშაოდ მზად ვარ”

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და ამჟამად მადრიდული “კასტილიას” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ ის ძალების ინგლისში მოსინჯვის წინააღმდეგი არაა.

“რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის მომავალი, შესაძლოა, განსხვავებული იყოს. მიმდინარე სეზონში ჩემი მიზანი გუნდის სეგუნდაში გადაყვანაა.

ინგლისი? ამ ქვეყანაში არასდროს მითამაშია, მაგრამ მზად ვარ ძალები მწვრთნელის როლში მოვსინჯო. რატომაც არა? ახალი გამოცდილება ყველას ჭირდება.

ინგლისში მწვრთნელებს დიდი ძალაუფლება აქვთ და ამის გამო, პრემიერლიგა ბევრი სპეციალისტითვის მიმზიდველია.” – განაცხადა ზიდანმა “კანალ პლიუსთან” საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114441